11:20 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-27 17:26:09, 2232 ნახვა

რეგიონი
ლევან დავითაშვილი მესტიაში სტიქიის შედეგებს და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსთან, სოზარ სუბართან ერთად, მესტიაში სტიქიის შედეგებს და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

მინისტრმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებთან და ჰიდროლოგებთან ერთად, მურყვანის ხეობა და მყინვარებზე არსებული ვითარება ვერტმფრენიდან დაათვალიერა.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები, არსებული სიტუაციის დეტალურად შესწავლის მიზნით, ხეობაში სტიქიის პირველივე წუთებიდან იმყოფებიან. ამ ეტაპისთვის, შეიძლება ითქვას, რომ  მსგავსი მასშტაბის პროცესის განმეორების რისკი ნაკლებია იმ შემთხვევაში, თუ ძლიერი გვალვა ან უხვი ნალექი არ გაგრძელდება. ასევე აღსანიშნავია, რომ სარისკო შეგუბება არსად არ ფიქსირდება. ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი გადარჩენილია; თუმცა აღსანიშნავია, რომ ჰესმა შემაკავებელი ეფექტი მოხდინა და სტიქიის მასშტაბები დიდწილად შეამცირა“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია ექსპერტული დასკვნები და შესაბამისი სპეციალისტების მხრიდან რეკომენდაციები.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ცნობით, სპეციალისტების მიერ ხეობის დეტალური დათვალიერების და დრონით გადაღებული მასალის გაანალიზების შედეგად, უახლოეს დღეებში, მომზადდება დასკვნა და გაიცემა რეკომენდაციები, რომელიც ყველა დაინტერესებულ მხარეს დაუყონებლივ გადაეცემა.

„სტიქიის შედეგად, ყველაზე მძიმე დარტყმა ჰესის ინფრასტრუქტურამ განიცადა; თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ დარტყმამ, ფაქტობრივად, გადაარჩინა მესტია დიდ ზარალს. ზარალის დათვლა ამ დროისათვის მიმდინარეობს.  ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვა მნიშვნელოვანია; ეტაპობრივად, აღნიშნული პროექტი საქართველოს მთელს ტერიტორიას დაფარავს“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics