19:38 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-27 10:50:35, 1855 ნახვა

სამართალი
შსს-ში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური ამოქმედდა

შინაგან საქმეთა სამინისტროში სამართალწარმოების პროცესში ჩართული მოქალაქეების მხარდაჭერის, დაზარალებულთა უფლებების დაცვისა და გამოძიების ხარისხის გაზრდის მიზნით, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური ამოქმედდა.

კოორდინატორის ფუნქციას წარმოადგენს: სამართალწარმოების პროცესში მოწმის/დაზარალებულის ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა, ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის პრევენცია, გამოძიების მსვლელობისას მათი ინფორმირებულობის უზრუნველყოფა, სახელმწიფოში არსებული სერვისების გაცნობა, მოქალაქეებსა და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის ეფექტიანი ურთიერთობის ხელშეწყობა.

მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი პრიორიტეტულად იმუშავებს: ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის, სექსუალური ძალადობის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შედეგად  დაზარალებულებსა და საქმის მოწმეებთან, ასევე, შშმ პირებთან, არასრულწლოვნებთან და მათ წარმომადგენლებთან.

მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური, საპილოტე რეჟიმში,  თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ამოქმედდა.

მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის საქმიანობის საერთო ზედამხედველობას ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი განახორციელებს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
საგანძურის მარათონი დაიწყო - შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
სააპელაციომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics