05:30 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-26 16:06:26, 1976 ნახვა

სამართალი
პროკურორი: ხაზარაძე-ჯაფარიძის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩავთვალეთ, რომ მილიონი ლარი შემაკავებელი იქნებოდა

პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი აცხადებს, რომ „თიბისი ბანკის“ ბრალდებული დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, უწყებამ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ მილიონი ლარი თითოეულისთვის შემაკავებელი ხასიათის იქნებოდა.

პროკურორის თქმით, საგამოძიებო ორგანო აგრეთვე ითხოვს, რომ ხაზარაძემ და ჯაფარიძემ საქართველოს ტერიტორია მათი ინფორმირების და ნებართვის გარეშე ვერ დატოვონ. 

"ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შესახებ. გირაოს ოდენობად ვითხოვთ მილიონ ლარს თითოეულზე. ასევე გვაქვს მოთხოვნა, რომ აღნიშნულ პირებს აეკრძალოთ საქართველოს საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე.

აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების დროს მხედველობაში მიიღება ბრალდებულების ფინანსური მდგომარეობა. გამოყენებული გირაო უნდა იყოს შემაკავებელი ხასიათის, იმ საფუძვლების რა საფუძვლები ჩვენ სასამართლოსთვის გვაქვს ჩამოთვლილი, შესაბამისად, ბრალდებულების ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ მილიონ-მილიონი ლარი იქნებოდა შემაკავებელი ხასიათის. საქმეში წარმოდგენილი არის არა ერთი მტკიცებულება, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები", - განაცხადა საქმის პროკურორმა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics