22:21 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-26 14:07:54, 2334 ნახვა

კომენტარი
დვალი - თუ არ გვექნება R2-ის პოლიტიკის შენარჩუნების ბერკეტი, ჩავთვლით, რომ კიდევ ერთხელ წაგვართვეს, ისევ ხალვაშის ხელით

ან ჩვენ გვეძლევა ბერკეტი, რომ გავაგრძელოთ რუსთავი 2-ის სვლა სწორი მიმართულებით,  ან  ჩავთვლით, რომ ტელეკომპანია კიდევ ერთხელ წაგვართვა მორიგმა ხელისუფლებამ და ისევ ქიბარ ხალვაშის ხელით, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატებთან შეხვედრისას განაცხადა.

მან ქიბარ ხალვაშთან დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარკვეული გარანტიების არარსებობის შემთხვევაში, ის და ჯარჯი აქიმიძე, ვერანაირ წინადადებას ვერ მიიღებენ.

„ძნელია წინასწარ განსაზღვრო როგორ შედგება შეხვედრა ქიბართან, მაგრამ ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ გვაქვს წითელი ხაზი, რომლის იქით ჩვენ ვერანაირ წინადადებას ვერ მივიღებთ. თუ არ იქნება ჩვენს ხელში ბერკეტი და შესაბამისად, გარანტია იმისა, რომ „რუსთავი 2“ შეინარჩუნებს თავისუფალი სიტყვის ფლაგმანის როლს, ჩვენ არანაირ წინადადებას არ მივიღებთ. ან ჩვენ გვეძლევა ბერკეტი, რომ გავაგრძელოთ „რუსთავი 2“-ის სვლა სწორი მიმართულებით,  ან ჩვენ ჩავთვლით, რომ „რუსთავი 2“ კიდევ ერთხელ წაგვართვეს, კიდევ ერთხელ წაგვართვა მორიგმა ხელისუფლებამ და სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ქიბარ ხალვაშის ხელით“, - განაცხადა დავით დვალმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics