05:27 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-26 11:23:29, 2026 ნახვა

სამართალი
არადეკლარირებული მობილური ტელეფონებისა და ტექსტილის ნაწარმის შემოტანის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც ბრალდებულის სახით, ორი  პირი პასუხისგებაში მისცეს.

 უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა, თბილისის აეროპორტის გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე  შემოიტანა, არადეკლარირებული 163 ცალი მობილური ტელეფონი, ხოლო, მეორე შემთხვევაში, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საქართველოში შემოტანილი იქნა ჯამში 1 914 კგ არადეკლარირებული ტექსტილის ნაწარმი.

 „როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საერთო ჯამში, ამოღებულია 161 000 ლარის ღირებულების  საქონელი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics