|
2019-07-25 15:44:19, 1306 ნახვა
საზოგადოება
EMC: მაჩალიკაშვილისთვის კარვის გაშლის აკრძალვა კანონმდებლობას ეწინააღმდეგება - შსს-სგან განმარტებას მოვითხოვთ
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის პარლამენტის წინ კარვის განთავსების აკრძალვას გამოეხმაურა. EMC-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაცია თბილისის მერიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით მიმართავს და ამ ტერიტორიაზე მაჩალიკაშვილისთვის კარვის დადგმის აკრძალვის განმარტებას მოითხოვს. „დღეს, მალხაზ მაჩალიკაშვილს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა კარვის გაშლის შესაძლებლობა არ მისცეს. როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა განმარტეს, თბილისის მერია პარლამენტის წინ ფილების სარემონტო სამუშაოების დაწყებას გეგმავს, რის გამოც მაჩალიკაშვილს ვერ მისცემენ კარვის დადგმის უფლებას. აღნიშნული განმარტების დასადასტურებლად საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს რაიმე დოკუმენტი მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის არ წარუდგენიათ. აქედან გამომდინარე, დღეს ოთხ საათზე EMC განცხადებით მიმართავს თბილისის მერიას /საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვს ამ ტერიტორიაზე მაჩალიკაშვილისთვის კარვის დადგმის აკრძალვის განმარტებას. როგორც ცნობილია, მალხაზ მაჩალიკაშვილს 2018 წლის ოქტომბრის თვეშიც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შეუზღუდეს პარლამენტის წინ კარვის დადგმის შესაძლებლობა, თუმცა, მოგვიანებით, მათ შორის სასამართლო დავისა და სამოქალაქო პროტესტის შემდეგ, მას ეს შესაძლებლობა მიეცა და 2019 წლის 20 ივნისამდე პარლამენტის წინ განთავსებულ კარავში იმყოფებოდა. EMC მიიჩნევს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის პარლამენტის წინ კარვის დადგმის უალტერნატივო აკრძალვა შეკრების თავისუფლების ხელყოფას წარმოადგენს და საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. "შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ საქართველოს კანონით განმტკიცებულია შეკრების უფლება და კანონი ადგენს, რომ შეკრების მონაწილეებს აქვთ უფლება თავად აირჩიონ შეკრების ფორმა, დრო და ადგილი. მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დროებითი კონსტრუქციების, მათ შორის კარვის დადგმის აკრძალვას, თუ ის ხელს არ უშლის სავალ ნაწილზე გადაადგილებას. მალხაზ მაჩალიკაშვილი კარვის დადგმას არ გეგმავს გზის სავალ ნაწილზე, აქედან გამომდინარე, გაუგებარია შესაბამისი დასაბუთების გარეშე, რეალური ალტერნატივის შეთავაზების გარეშე რატომ უზღუდავენ მას პარლამენტის ტერიტორიაზე კარვის განთავსებას. EMC მიიჩნევს, რომ საპატრულო პოლიციის მხრიდან მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის კარვის დადგმის აკრძალვა მშვიდობიანი შეკრების კონტროლის მცდელობას წარმოადგენს და მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თბილისის მერიას, უზრუნველყონ კანონმდებლობისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების განუხრელი დაცვა. საჭიროების შემთხვევაში EMC უზრუნველყოფს ამ საქმეზე მაჩალიკაშვილის სამართლებრივი ინტერესების დაცვას სასამართლოში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
ექიმი: ელენე ხოშტარიას აქვს ძლიერი ტკივილები, კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)