21:59 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-25 10:16:35, 975 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელმძღვანელს,  ღასან ხალილსა და ფონდის სხვა წარმოამდგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ბავშვთა უფლებების დაცვისა და მათი სოციალური კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, ბავშვთა მიზნობრივ სოციალურ დახმარებას, რომელიც  გასული წლიდან გახუთმაგებული ოდენობით მიეწოდებათ ბავშვიან ოჯახებს. მინისტრის განცხადებით, აუცილებელია განხორციელდეს მძლავრი მონიტორინგი, ოჯახების მიერ თუ რამდენად მიზნობრივად ხმარდება სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები უშუალოდ ბავშვთა საჭიროებებს. ღასან ხალილის განცხადებით, აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანი გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის და ეკატერინე ტიკარაძის მიერ ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება, მინისტრის სწორ ხედვად და პრიორიტეტად შეაფასა.  გარდა სოციალური დახმარებისა, შეხვედრაზე განიხილეს ბავშვებისთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდების გაუმჯობესების საკითხი.

ჯანდაცვის მინისტრმა, ასევე განსაკუთებული ყურადღება დაუთმო დიდი ზომის ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს და ქუჩაში მცხოვრები ბავშვების პრობლემას.   „ჩვენ ვალდებულნი ვართ დავაკმაყოფილოთ არამხოლოდ ბავშვთა მატერიალური, კვებითი თუ სხვა მსგავსი სახის საჭიროებები, ასევე აუცილებლად უნდა უზრუნველვყოთ მათი განათლება და პროფესიული მომზადება. ამის გარეშე წარმოუდგენელია მათი მომავალი და სოციალურად ძლიერი  ქვეყანა“-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 გაეროს ბავშვთა ფონდმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ განხორციელებული აქტივობები ბავშვთა უფლებების დაცვის საქმეში და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს აქვს სწორად დასახული სამომავლო პრიორიტეტები. ხასან ხალილმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის მინისტრს შეხვედრისთვის და სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics