20:26 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-24 10:13:38, 1042 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, სილვიო დომენტეს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნის ჯანდაცვის ძირითადი პრიორიტეტები, რომლებზეც სამინისტრო  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან  ერთად იმუშავებს.  როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროს სამომავლო გეგმები უპირველეს ყოვლისა უკავშირდება პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებას. „პირველადი ჯანდაცვის რეფორმა არის აუცილებელი, როგორც პაციენტებისთვის, ისე ექიმებისთვის. სწორედ ამ რგოლიდან უნდა იწყებოდეს ჯანდაცვაზე საყოველთაო წვდომა. ამავდოულად უნდა გავაუმჯობესოთ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და სერვისების ხარისხი.“-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მინისტრმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმოამდგენელს ასევე გააცნო  ინოვაციური ინიციატივა ტელემედიცინის დანერგვის შესახებ, რისი პილოტირება უკვე დაწყებულია იმერეთში. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით თანამედროვე ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად გაამარტივებს და უფრო მოქნილს გახდის მკურნალობის პროცესს და მის უწყვეტობას.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ჯანდაცვის   მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა  და მათი ხარისხია. ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ საჭიროა ზუსტად გამოიკვეთოს ის მიზეზები, რის გამოც მედიკამენტებზე მოსახელობის ჯიბიდან გადახდები არის მაღალი და მოხდეს ამ  ფაქტორებზე რეაგირება.

ჯანდაცვის მინისტრმა სილვიუ დომენტეს ასევე, გააცნო მისი ხედვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯების შესახებ. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ის სამუშაო, რაც სამინისტრომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად გაატრა დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლისთვის, თუმცა მინისტრის შეფასებით, საჭიროა დამატებითი რეგულაციების და მექანიზმების შექმნა, რომლებიც  მეტად გააკონტროლებს სახელმწიფოს ხარჯებს და მათ მიზნობრიობას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მინისტრის ხედვები სრულ თანხვედრაშია როგორც პირადად მის შეხედულებებთან, ასევე იმ საერთაშორისო ნორმებთან და სტანდარტებთან, რომლითაც გლობალურად ხელმძღვანელობენ სხვადასხვა ქვეყენები. სილვიუ დომენტემ მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის მინისტრს შეხვედრისთვის და სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

 

 

 

(NS)

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics