2019-07-23 14:07:06, 1281 ნახვა
კომენტარი
ცქიტიშვილი: არ ვთვლი, რომ ბესელიას მიმართ გაკეთებული ჩემი განცხადება ეთიკური არ იყო
"არ ვთვლი, რომ არ იყო ეთიკური განცხადება" - ასე შეაფასა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საკუთარი განცხადება, სადაც დეპუტატ ეკა ბესელიას მხრიდან პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე საუბარს „დამღლელი უწოდა“.
ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე პოლემიკაში შესვლას აღარ აპირებს.
„მე ამ საკითხთან დაკავშირებით აღარ ვთვლი საჭიროდ, რომ რაიმე პოლემიკაში უნდა შევიდე, ან რაიმე კომენტარი უნდა გავაკეთო. არ ვთვლი, რომ არ იყო ეთიკური, არ ვაპირებ განმარტებას. ამ თემასთან დაკავშირებით მე ძალიან ბევრი კომენტარი გავაკეთე ბევრი თვის განმავლობაში და მე მგონია, რომ ჩემი ყველა კომენტარი იყო საკმაოდ ამომწურავი“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,