00:17 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-23 12:45:46, 1019 ნახვა

კომენტარი
თადუმაძე: საბჭოთადროინდელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი სახელმწიფოს სირცხვილია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა  შალვა თადუმაძემ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე გასაუბრებაზე ადმინისტრაციული კოდექსის შესახებ ისაუბრა.

როგორც თადუმაძემ აღნიშნა, ძალიან ძნელია იმის გარკვევა, სად გადის ზღვარი სისხლის სამართლის დანაშაულსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას შორის, რადგან მისი თქმით, ეს ზღვარი თვითონ კოდექსის სისტემაში არ გვაქვს.

„ზოგადად, ეს პრობლემური საკითხია. და ეს არის სახელმწიფოს „სირცხვილი“, რადგან ადმინისტრაციული კოდექსი დღემდე მოქმედი ერთადერთი ნორმატიული აქტია, რომელიც საბჭოთა საქართველოს მიერაა მიღებული. ჩვენ მას რეკონსტრუქციებს ვუტარებთ და დეკორაციებს ვუმატებთ, მაგრამ მაინც ძალიან რთულია იმის გარკვევა, სად გადის ეს ზღვარი, იმიტომ რომ ეს ზღვარი თვითონ კოდექსის სისტემაში არ გვაქვს. თუმცა კვალიფიციურ იურისტს მაინც შეუძლია ეს ზღვარი გაავლოს.

ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, ვერ შევძელი დამერწმუნებინა პოლიტიკური შემადგენლობა, მიგვეღო ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც ახლაც დევს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამის სამსახურში, რომელიც ჩემი იქ მუშაობისას მომზადდა. და ჩვენს საკანონმდებლო ბაზაში აღარ ყოფილიყო საბჭოთადროინდელი კანონპროექტი. იმ პროექტში ზღვარი საკმაოდ მკაფიო იყო. ნებისმიერი დანაშაული, რომელიც თავისი შემადგენლობითა და დაზიანებული სიკეთით მსგავსია სისხლის სამართლის, საჭირო იყო გადასულიყო სისხლის სამართლის კოდექსში და პირიქით, დანაშაული, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსშია დღეს და მასზე არ გამოიყენება მძიმე სასჯელები, პატიმრობები, გადმოსულიყო ადმინისტრაციულში და რაღაც ბალანსი შექმნილიყო.

ეს სისტემა განსაკუთრებით პრობლემა გახდა მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციომ ნარკოტიკებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. და ეს ზღვარი თითქმის წაშლილია. პრინციპში, ამ ზღვარის წაშლა-არწაშლის საკითხს საგამოძიებო ორგანოები წყვეტენ. თუმცა, ეს საკანონმდებლო ბაზა არ არის იმ დონის, რომელიც ისეთ ქვეყანას შეეფერება, როგორიც ჩვენ ვართ“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics