|
2019-07-23 11:47:41, 1855 ნახვა
საზოგადოება
გვარამია: სტრასბურგიდან ჩამოვიდა დოკუმენტი, სადაც წერია, რომ R2-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება, საბოლოო არაა
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს ტელეკომპანიის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების ბეჭდური ვერსია ჩამოვიდა, სადაც წერია, რომ გადაწყვეტილება საბოლოო არაა და ის ძალაში მაშინ შევა, თუ 19 ოქტომბრამდე მხარე დიდ პალატაში არ გაასაჩივრებს. ამის შესახებ ნიკა გვარამია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. ამასთან, გვარამია იუსტიციის სამინისტროს მიმართავს და აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ დროებითი ღონისძიების შეწყვეტას და გადაწყვეტილების ძალაში შესვლას შორის კავშირი არ არსებობს. „ჩამოვიდა სტრასბურგის გადაწყვეტილების ბეჭდური ვერსია. თან ახლავს მოწერილობა, რომელიც განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება არაა საბოლოო და ძალაში შევა, თუ 19 ოქტომბრამდე დიდ პალატაში არ გაასაჩივრებთო. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ახლა როგორ იქნება, ძალაში არ შესული გადაწყვეტილებით სამართლებრივი შედეგი რომ დააყენეთ? ხომ გაფრთხილებდით? თქვენივე მინისტრის ტექსტებით მერაბიშვილის საქმეზე ხომ გითხარით რომ დანაშაულს ჩადიხართ? ხოდა, როგორაა ახლა საქმე?! ps ძვირფასო არასამთავრობოებო, თქვენც უნდა მოგამართოთ: თავი რომ შეიკავეთ ამ საკითხის განმარტებისგან, არა მგონია სწორი ყოფილიყო. ცხადია, რომ ეს არ არის ავტომატურად გადასაწყვეტი საკითხი, როგორც ეს მინისტრმა წულუკიანმა ქნა და მინიმუმ ადმინისტრაციულ განხილვას მაინც საჭიროებს მხარეთა მონაწილეობით. შეგიძლიათ გაიხსენოთ, არა საქართველოს აპლიკანტის, ზოგადად, ამგვარი დავა სტრასბურგის სასამართლოში, რომელზე გადაწყვეტილებასაც მყისიერ შედეგად ქონებრივი საკითხის გადაწყვეტა და ადმინ აქტი შეიძლება მოყვეს ქონების რეგისტრაციის შესახებ? არა მგონია. არც აქ, არც სხვაგან - სავარაუდოდ, ეს პირველი პრეცედენტია საერთოდ. და ეს გადაწყდა განხილვისა და წარმოების გარეშე? თან უფრო მეტი ზიანის მომტანი ფორმის სასარგებლოდ და მედიის მიმართ? ასევე, შეგახსენებთ, რომ გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში არ არის შესული და გასაჩივრებას ექვემდებარება, საერთო წესით, ძალაში არ შედის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს პირდაპირ არის მითითებული შესაბამის სამართლის წყაროში. იქნებ არის სადმე კონვენციაში ამგვარი რამ - არა, ნამდვილად არა. მაშინ რის საფუძველზე იზღუდება დაცული ინტერესი და მხარის უფლებები? რა გვაძლევს ზოგადი წესიდან გადახვევის შესაძლებლობას, თან მხარის (მედიის) უფლებრივი დაზიანების ხარჯზე? ამას გარდა, შეგახსენებთ, რომ ეს იყო მეორე შემთხვევა საქართველოში, რომელზეც ძალაში შესვლის საკითხი წამოიჭრა და პირველი პრეცედენტი (მერაბიშვილის საქმე) იგივე მინისტრის მხრიდან დადგა სრულიად საწინააღმდეგო. აბა ახლა რის საფუძველზე განიმარტა ეს საკითხი სხვაგვარად? თან ისე, რომ დააზიანა კონვენციით დაცული უფრო დიდი ინტერესი, ვიდრე აღსრულების გადავადებით დადგებოდა? რა არის ეს, თუ არა შერჩევითი სამართალი და სახელმწიფოს სპეციფიური დაინტერესება მედიის მესაკუთრის (მაშასადამე, კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის) შეცვლაში? ამას გარდა, დაუყოვნებლივი (6 საათში დასრულდა ყველა რეგისტრაცია) აღსრულება დიდი პალატის გადაწყვეტილებას ალბათურად რომ ძალას დააკარგვინებს, ესეც სახეზეა. რა იქნება აღსრულების შექცევის შესაძლებლობა, თუ მოდავე მხარემ გაიმარჯვა დიდ პალატაში? მით უფრო, სასწორზე არა მხოლოდ საკუთრება, არამედ შეუქცევადად დაზიანებადი სარედაქციო პოლიტიკა (გამოხატვა) დევს? საკუთრების უფლების გარდა, ამ დავაში რომ სხვა, აღსრულების მიმართ ბევრად უფრო მოწყვლადი უფლება ფიგურირებს, ესეც ხომ უნდა გვახსოვდეს? თუ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არ იკითხება პირველივე დღეებში? რაც შეეხება, დროებითი ღონისძიების შეწყვეტას, მისი გამომწვევი იურიდიული ფაქტი დაუშვებლად იქნა ცნობილი და ავტომატურად შეწყდა. არავითარი კავშირი დროებითის შეწყვეტასა და გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე იურიდიული შედეგის არ დადგომას შორის არ არსებობს ამ შემთხვევაში“, - წერს გვარამია.
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)