|
2019-07-21 20:52:54, 1759 ნახვა
საზოგადოება
კახეთის გზატკეცილიდან ქალაქის ცენტრისკენ და უკუმიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობის სქემები შეიცვლება
კახეთის გზატკეცილზე, ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან შერვაშიძის ქუჩამდე გზის მონაკვეთზე, დაახლოებით ორი თვის განმავლობაში სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, დღეს ღამით, 03:00 საათიდან, კახეთის გზატკეცილიდან ქალაქის ცენტრისკენ და უკუმიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობის სქემები შეიცვლება. როგორც მერიაში აცხადებენ, რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე, სამუშაოები იწარმოებს ქალაქის გასასვლელიდან ცენტრისკენ მოძრაობის ზოლზე. ამიტომ, ტრანსპორტი შერვაშიძის ქუჩის გადაკვეთიდან კაჩინსკის ქუჩისკენ საპირისპირო ზოლის გამოყენებით იმოძრავებს. „რეაბილიტაციის პერიოდში, გაცალმხრივდება ბუშის ქუჩიდან კაჩინსკის ქუჩის მიმართულებით, ხოლო კახეთის გზატკეცილიდან ჩაჩავას ქუჩის მიმართულებით მოძრაობა. ზემოთხსენებული დროებითი სქემით, კახეთის გზატკეცილი ქეთევან დედოფლის გამზირს კაჩინსკის ქუჩის მეშვეობით დაუკავშირდება, ხოლო, ქეთევან დედოფლის გამზირიდან კახეთის გზატკეცილზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება მეტროსადგურ „ისნიდან“ და შემდეგ, ჩაჩავას ქუჩის გავლით: კაჩინსკის ქუჩაზე შესაძლებელი იქნება მოძრაობა ჯორჯ ბუშის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირისკენ. ქეთევან დედოფლის გამზირის გადამკვეთ გზაჯვარედინზე მოძრაობა დაშვებული იქნება, როგორც პირდაპირ – ბოჭორმის ქუჩის მიმართულებით, ასევე მარჯვნივ და მარცხნივაც ქეთევან დედოფლის გამზირზე. ხოლო ქეთევან დედოფლის გამზირიდან კაჩინსკის ქუჩაზე ბუშის ქუჩის მიმართულებით ახვევა შეიზღუდება. კაჩინსკის ქუჩიდან აწყურის ქუჩაზე შესაძლებელი იქნება შეხვევა მარცხნივ – ჩაჩავას ქუჩისკენ. ბუშის ქუჩიდან კაჩინსკის ქუჩის გავლით, ზურაბაშვილის ქუჩაზე მარჯვნივ შეხვევა კვლავინდებურად დაშვებული იქნება. ანალოგიურად, ზურაბაშვილის ქუჩიდან ტრანსპორტი იმოძრავებს მხოლოდ მარჯვნივ – ქეთევან დედოფლის გამზირისკენ. ამდენად, ზურაბაშვილის ქუჩიდან კახეთის გზატკეცილზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ან ქეთევან დედოფლის გამზირისა და ჩაჩავას ქუჩის, ან აწყურისა და ჩაჩავას ქუჩების გავლით. კაჩინსკიდან დოესის, შორაპნისა და შირაქის ქუჩებზე შეხვევა შეიზღუდება. ამდენად, კაჩინსკის ქუჩიდან ზემოთხსენებულ ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ქეთევან დედოფლის გამზირის გავლით. ჩაჩავას ქუჩაზე მოძრაობა დაშვებული იქნება მეტროსადგურ „ისნიდან“ კახეთის გზატკეცილისკენ, საიდანაც ტრანსპორტს შეეძლება მოუხვიოს, როგორც მარცხნივ – ჯორჯ ბუშის ქუჩისკენ, ასევე მარჯვნივ – ქალაქის გასასვლელის მიმართულებით. ანალოგიურად შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც: ავტობუსები N37, N43 და N71 და ასევე, მიკროავტობუსები კახეთის გზატკეცილიდან ქეთევან დედოფლის გამზირისკენ იმოძრავებენ კაჩინსკის ქუჩის, ხოლო უკუმიმართულებით – მეტროსადგურ „ისნისა“ და ჩაჩავას ქუჩის გავლით“,- აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. NS
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)