|
2019-07-21 12:54:42, 2366 ნახვა
საზოგადოება
ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსის ზოლები გზის სავალი ნაწილის შუაში განთავსდება
თბილისის მერმა კახა კალაძემ ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და საზოგადოებას რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე გააცნო. მერმა ვიდეომიმართვისას აღნიშნა, რომ სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, ამიტომ მადლობა გადაუხადა ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც რეაბილიტაციის გამო შექმნილ დისკომფორტს გაგებით ეკიდება. ამასთან, როგორც კახა კალაძემ განაცხადა, მუნიციპალიტეტის მიზანს არა ზედაპირული საგზაო სამუშაოების წარმოება და მხოლოდ ასფალტის საფარის შეცვლა წარმოადგენს, არამედ მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის გამართვა, რომელიც დედაქალაქს ათეული წლის განმავლობაში მოემსახურება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, წყლის ქსელის მოწყობის დასკვნითი სამუშაოები მიმდინარეობს, ცენტრალური წყალარინების სისტემის მოწყობა კი დასრულებულია. ამასთან, მიწის ქვეშ უკვე განთავსდა გაზის მილებიც. რაც შეეხება უშუალოდ საგზაო სამუშაოებს, ის მომდევნო კვირის ბოლოს დაიწყება. მთავარი სიახლე, რაც ჭავჭავაძის გამზირზეა დაგეგმილი, ავტობუსის ზოლებს უკავშირდება. როგორც თბილისის მერმა განაცხადა, ფრანგული კომპანია „სისტრას“ რეკომენდაციით, რომელიც თბილისის სატრანსპორტო სისტემის მოსაწყობად მუშაობს, ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსის ზოლები გზის სავალი ნაწილის შუაში განთავსდება. „კომპანია „სისტრამ“, რომელიც ჩვენთან ერთად მუშაობს, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავტობუსის ზოლები განთავსდეს ქუჩის შუა ნაწილში. ასევე, მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა თავისი გაჩერებებით, ამრიდი ზოლებით, ზებრა გადასასვლელებით. საკმაოდ საინტერესო წინადადებაა. რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, გადაადგილება ყოველგვარი პრობლემის და შეფერხების გარეშე იქნება შესაძლებელი, გარდა ამისა, მარჯვნივ და მარცხნივ მოეწყობა ველობილიკები. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტროტუარებს, შეიცვლება განათების ბოძები, ხოლო ნაგვის ურნები მიწის ქვეშ განთავსდება. ნარჩენები სეპარირებული იქნება. გამზირზე ყველგან წარმოდგენილი იქნება სახანძრო ჰიდრანტები“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ პრევენციის მიზნით, წყალარინების მილების შემოწმება კამერების საშუალებით მიმდინარეობს, რათა დადგინდეს, რაიმე პრობლემა ხომ არ არის მილების გადაბმების ადგილას. ლაზერული სკანერით შესაძლებელია განისაზღვროს მილის დეფორმაცია ან სხვა ნებისმიერი ხარვეზი. რაც შეეხება სამუშაოების მესამე ეტაპს, რომელიც „პიქსელის“ შენობიდან რიგის ქუჩამდე იქნება წარმოებული და დაახლოებით, 500-მეტრიან მონაკვეთს მოიცავს, ასევე, მომდევნო კვირაში დაიწყება.
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)