00:17 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-19 19:45:59, 3122 ნახვა

კომენტარი
ზურაბიშვილი: როგორც იქნა ამ ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების ნორმების დამრღვევი კომპანია ისჯება

"როგორც იქნა ამ ქვეყანაში ისჯება შრომის უსაფრთხოების ნორმების დამრღვევი კომპანია!",- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მშენებარე კორსპუსიდან 16 წლის მუშის გადმოვარდნის და მისი დამკვეთი კომპანიის ხელმძღვანელის დაკავების ფაქტს. 

როგორც ზურაბიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, მისთვის მიუღებელია რომ ქვეყანაში მშენებლობის დროს მუშები იღუპებიან. 

"სწორედ კანონმდებლობის დარღვევამ შეიწირა 16 წლის მოზარდის სიცოცხლე. შრომის უსაფრთხოების სტანდარტების მიღება და დაცვა ჩვენი განვითარების და ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების განუყოფებელი ნაწილია. წელს სამუშაო ადგილზე 21 ადამიანი დაიღუპა, უბედური შემთხვევების უმრავლესობა სამშენებლო სექტორზე მოდის. მიუღებელია ეს სტატისტიკა და ის, რომ ქვეყანაში ასე იღუპებოდნენ ადამიანები!", - წერს პრეზიდენტი.

ცნობისთვის, შსს-მ სამშენებლო კომპანიის დირექტორი დააკავა, რომლის ობიექტზეც 16 წლის მუშა დაიღუპა.

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics