00:15 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-19 17:14:21, 2813 ნახვა

კომენტარი
მე-9 არხის ყოფილი გენდირექტორი R2-ს: არ წახვიდეთ ტელევიზიიდან, იძულებული გახადეთ, რომ გაგყაროთ

მეცხრე არხის ყოფილი გენერალური დირექტორი ლუბა ელიაშვილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გარშემო განვიტარებულ მოვლენებს ეხმაურება. 

როგორც ელიაშვილმა "კურიერთან" ინტერვიუში განაცხადა, როდესაც ტელევიზიას აქვს მაღალი რეიტინგი და მფლობელი მაინც მის გენერალურ დირექტორს ცვლის, მას პოლიტიკური მიზნები აქვს. ელიაშვილის შეფასებით, ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, რომელიც საჯარო რეესტრმა "რუსთავი 2"-ის ახალ მფლობელად დაარეგისტრირა, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული. 

"ნიკა გვარამიამ შესანიშნავი წარმატებული მედია შექმნა.  ქიბარ ხალვაში არის სრულიად დამოკიდებული იმ ადამიანზე, ვისაც ღიად გამოუთქვამს სურვილი „რუსთავი 2-ის“ დახურვის და ეს გახლავთ ბიძინა ივანიშვილი. მოვა დრო, როდესაც ეს სტაფი, რომელიც დღეს აქ არის და ნიკა გვარამია, დასჭირდება ქიბარ ხალვაშს იმისთვის, რომ თავი შეინარჩუნოს და დაიცვას იმ ადამიანისგან, ვისზეც ჰგონია, რომ დღეს თუ საქმეს აკეთებს სამუდამოდ დაიმეგობრებს. ბიძინა ყველა თავის მეგობარს ბოლოს ემტერება", - განაცხადა ჟურნალისტმა. 

ელიაშვილი მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებმა არ უნდა დატოვონ ტელეკომპანია და ისევე კრიტიკული სიუჟეტების მომზადება გააგრძელონ. 

„არ დატოვოთ და არ წახვიდეთ ტელევიზიიდან, იძულებული გახადეთ, რომ გაგყაროთ. აკეთეთ თქვენი საქმე პატიოსნად, როგორც კი ხელს შეგიშლიან, ხმამაღლა თქვით ეს ყველაფერი, გახადეთ იძულებული, როგორც ნიკასთან მოუწიათ, ისე გაგაგდონ თქვენ, ამით მხოლოდ სახელს მოიხვეჭთ თქვენ“, - აღნიშნა ლუბა ელიაშვილმა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics