15:57 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-19 16:43:05, 2785 ნახვა

სამართალი
პირი, რომელიც ლგბტ ადამიანის დაშანტაჟებას ცდილობდა, დააკავეს - „თანასწორობის მოძრაობა“

"თანასწორობის მოძრაობის" ინფორმააციით, პირი, რომელიც ლგბტ ადამიანის დაშანტაჟებას ცდილობდა, დააკავეს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მათ ლგბტ თემის ერთ-ერთმა წევრმა მომართა, რომელსაც მისი ნაცნობი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებით აშანტაჟებდა.

"იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი საკუთარი ორიენტაციის შესახებ საჯაროდ არ საუბრობდა, ამ ინფორმაციის გასაჯაროება მის უსაფრთხოებას ეჭვის ქვეშ დააყენებდა.

დაზარალებულს ბრალდებულმა 2019 წლის 12 ივლისს მოსთხოვა, რომ მის ანგარიშზე 1000 ლარი ჩაერიცხა. დაზარალებულმა თანხის ნაწილი, 500 ლარი გადაურიცხა 12 ივლისს, ხოლო დანარჩენი თანხა უნდა გადაერიცხა 13 ივლისს საღამომდე.

“თანასწორობის მოძრაობამ” მიმართა პოლიციას და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ბრალდებული დააკავეს. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევის მუხლით დაიწყო. აღნიშნული მუხლის დარღვევა ისჯება ჯარიმით, ან ორიდან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ბრალდებულს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 6 000 ლარიანი გირაო შეუფარდა", - ნათქვამია "თანასწორობის მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
გორში ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics