00:18 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-19 15:58:15, 3115 ნახვა

კომენტარი
სალია: საეჭვოა, საიდან ჰქონდა ოქრუაშვილს 2004 წელს 7 მილიონი დოლარი

„ქიბარ ხალვაშის თქმით, ოქრუაშვილთან   შეთანხმება არ ყოფილა და ასეთი დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერია“, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ „კურიერს“  განუცხადა.

სალიას თქმით, საეჭვოა ისიც, 2004 წელს საჯარო სამსახურში მყოფ ირაკლი ოქრუაშვილს  საიდან ჰქონდა გასასესხებელი 7 მილიონი დოლარი.

„მათ აქვთ ერთი დოკუმენტის ორი ასლი, სადაც რეალურად ქიბარ ხალვაშის ორი ხელმოწერაა ნოტარიულად დამოწმებული, თუმცა ამ ხელშეკრულებებზე საიდანღაც გაჩნდა ვიღაც სხვა პირის ხელმოწერები ვითომ ქიბარ ხალვაშის, ერთი საინტერესო დეტალია, იმ დოკუმენტს რომელსაც იყენებენ შესადარებლად ამ გაყალბებულ დოკუმენტთან და რომლის წინა გვერდებზეც დასმულია გაყალბებული ხელშეკრულებები  ბოლო გვერდზე ხელმოწერა არის ნოტარიუსის მიერ დამოწმებული. თარიღი ამ ორ ხელშეკრულებას გაყალბებულს და მეორეს ნოტარიულად დამოწმებულს აქვს ერთი და იგივე.

როგორც თვითონ ამბობს ქიბარ ხალვაში ესეთი შეთანხმება არ ყოფილა და ასეთი დოკუმენტისთვის ხელი არასოდეს მოუწერია.

ოქრუაშვილის ფული იქნება გადახდილი კომპანიაში, ოქრუაშვილმა ასესხა ფული, რომელ წელს იყო ეს? 2004 წელს? სად იყო ოქრუაშვილი 2004 წელს, საიდან ჰქონდა ეს თანხა, საჯარო მოხელე იყო იმ პერიოდში, მისი დეკლარაციები არსებობს, საიდან მისცა ქიბარს შვიდი მილიონი. ეს ყველაფერი უნდა ახსნას.

რომ ახსნის კი ბატონო, ალბათ ქიბარსაც ექნება პასუხი, მე ვიცი ქიბარ ხალვაშისგან,რომ მას არ ჰქონია რაიმე შეთანხმება ოქრუაშვილთან და ხელი მსგავს დოკუმენტზე არ მოუწერია“, -ამბობს პაატა სალია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics