|
2019-07-18 16:28:16, 1033 ნახვა
საზოგადოება
ისნის რაიონში, მთისძირის მეორე შესახვევის რეაბილიტაცია განხორციელდა
ისნის რაიონის გამგეობამ, მეტრომშენის დასახლებაში, მთისძირის ქუჩის მეორე შესახვევის სრული რეაბილიტაცია განახორციელა. სამუშაოები თანმიმდევრულად, რამდენიმე ეტაპად ჩატარდა. პირველ რიგში, 410 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე, წყალმომარაგების ცენტრალური ქსელი შეიცვალა და წყალარინების სისტემა მოწესრიგდა, რაც ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ბოლო ათეული წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა. მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოები ისნის რაიონის გამგეობის შუამდგომლობით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და მარტში დაასრულა. აღნიშნული მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის შემდეგ, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთისძირის მეორე შესახვევში პირველად ჩატარდა. 2 440 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, მოეწყო ტროტუარი და საცხოვრებელი სახლების ეზოებთან მისასვლელი გზები. პროექტის ბოლო ეტაპის სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. „ჩვენს რაიონში, მთისძირის ქუჩის მეორე შესახვევი ერთ-ერთი პრობლემური ქუჩა იყო, სადაც გზის რეაბილიტაცია მიწისქვეშა კომუნიკაციების გაუმართაობის გამო ვერ ხერხდებოდა და მოსახლეობა წლების განმავლობაში შეწუხებული იყო. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ მოლაპარაკების შედეგად, მიმდინარე წელს ქუჩის თანმიმდევრული, სრული რეაბილიტაცია ჩავატარეთ. კაპიტალური, ასფალტიანი გზა, დასახლების არსებობის მანძილზე ფაქტობრივად, პირველად მოეწყო“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ. მთისძირის II შესახვევში საგზაო სამუშაოები ისნის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „გუმმა“ განახორციელა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 152 781 ლარი დაიხარჯა.
(NS)
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)