00:52 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-17 19:03:13, 1518 ნახვა

კომენტარი
მელია ივანიშვილს: გახარიას გადადგომა იქნება არა ჩვენი, არამედ თქვენი სამშობლოს - რუსეთის ღალატი

„ბატონო ივანიშვილო, ეს იქნება სამშობლოს ღალატი, ოღონდ იქნება თქვენი სამშობლოს ღალატი და არა ჩვენი. თქვენი სამშობლო - რუსეთის ღალატი იქნება, თუკი გახარია გადადგება და აუცილებლად გადადგება“, - ამ სიტყვებით მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს.

ნიკა მელიას შეფასებით, ივანიშვილის დღევანდელი განცხადებებით ცხადი გახდა, რომ შსს ერთ ადამიანზეა აწყობილი, ხოლო ეს ადამიანი ოლიგარქს ემსახურება. 

„დღეს ჩვენ ვიხილეთ უკიდურესად გაღიზიანებული, მშფოთველი და შეშინებული ოლიგარქი, რომელიც ხვდება, რომ კარგავს ხელისუფლებას და ამ ფორმით ცდილობს თავისი მცირერიცხოვანი აქტივისტების გამხნევებას. ივანიშვილი დღეს საჯაროდ და დემონსტრაციულად გადაეფარა ჯალათ გახარიას, რითიც გაამართლა მისი მოქმედებები 20 ივნისს და, ამავე დროს, ირიბად დაადასტურა, რომ უმოწყლოდ დარბევის და დაშლის ბრძანება გასცა მან და სადამსჯელო ოპერაციის ყველა ეტაპი მასთან შეთანხმებული იყო. ივანიშვილმა დღეს პირველად, საჯაროდ და დემონსტრაციულად განაცხადა, რომ შსს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებული. ეს თქვა მან დღეს სიამაყით და ისიც დაამატა, რომ ერთ ადამიანზეა მთელი ეს სისტემა აგებული და ეს ადამიანი ემსახურება ოლიგარქს.
ივანიშვილმა დღეს მოახერხა და განაცხადა, რომ გახარია მაგარი კაცია და მისი თანამდებობიდან გადაყენება სამშობლოს ღალატი იქნებოდა.  აქ ნამდვილად უნდა დავეთანხმო: ბატონო ივანიშვილო, ეს იქნება სამშობლოს ღალატი, ოღონდ იქნება თქვენი სამშობლოს ღალატი და არა ჩვენი. თქვენი სამშობლო რუსეთის ღალატი იქნება, თუკი გახარია გადადგება და აუცილებლად გადადგება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics