|
2019-07-17 16:31:35, 1724 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი: ივანიშვილი გადაეფარა გახარიას, ამით აღიარა, რომ დარბევის ბრძანება თავად გასცა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს ეხმაურება. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ივანიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას გადაეფარა. მისივე მტკიცებით, აქციის დაშლის ბრძანება მმართველი პარტიის თავმჯდომარემ გასცა. "მე დავატანე თავს ძალა და ვნახე ივანიშვილის ეს ბოლო, სრულიად არეული ინტერვიუ, ის, რა თქმა უნდა, ცდილობს, რომ თავისი მცირერიცხოვანი დარჩენილი აქტივი გაამხნევოს, იმიტომ, რომ ყველა ხვდება, ივანიშვილის დრო წასულია, ბარდება წარსულს, იმ პირობებში, როცა ოლიგარქი გაიქცა მოლდოვიდან, როცა პოროშენკო უკრაინაში დამარცხდა, ოლიგარქებმა წააგეს სომხეთი, საქართველო დარჩა ბოლო კუნძული ფეოდალური მმართველობის და ეს ქართველ ხალხს არ ეკადრება. ამავე დროს, ივანიშვილი ბოლომდე გადაეფარა გახარიას და ამით პრაქტიკულად აღიარა, რომ დარბევის ბრძანება გასცა თვითონ. ის ბოლომდე ამართლებს რუსების ჩამოყვანას და პუტინისადმი გაწოლის პოლიტიკას, ის შლის ქართულ სახელმწიფოს. რა მაგარი ქვეყანა დავტოვეთ და რას დაამსგავსა და საქართველოს სახელმწიფოს დანგრევის პოლიტიკაში მთავარ ხელშემშლელად ასახელებს "ნაციონალურ მოძრაობას" და ეს ძალიან ნიშანდობლივია, იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გამოკითხვებში სერიოზულად ლიდერობს. ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ, როგორც არასდროს, გვმართებს გაერთიანება, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს საქმე ძალიან დამფრთხალ, დაშინებულ საშიშ ფსიქოპატთან, რომელიც მზადაა და აქვს უნარი ბევრად მეტი სისხლი დაღვაროს, მეტი მსხვერპლი შეიწიროს და ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ! საქართველოს დასაკარგი დრო აღარ აქვს, ამ ბინძურ ოლიგარქის ხუშტურებზე დასახარჯი დრო არ აქვს. მთავარია ერთიანობა, კონსოლიდაცია და ჩვენი მშვიდობიანი ბრძოლის გამარჯვებით დასრულება, აქედან გამოსავალი არის, რა თქმა უნდა, რიგგარეშე არჩევნები, ახალი ფართო ბაზის მქონე ეროვნული ერთიანობის მთავრობის ჩამოყალიბება, ოლიგარქების გაწევა, ვინც არ უნდა იყოს, ძველი თუ ახლები, რომლებიც ახლა მოძვრებიან ხელისუფლებაში, იგივე მამუკა ხაზარაძე. ჩვენ ოლიგარქები აღარ გვჭირდება, საქართველო უნდა დაუბრუნდეს ქართველ ხალხს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)