13:14 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-17 16:37:34, 2078 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოში საბადოს დახურვისა და რეგენერაციის თანამედროვე მეთოდოლოგია დაინერგება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნულმა სააგენტომ  მსოფლიო ბანკის (WB)  ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო პროექტი  - საბადოთა დახურვა და ეკონომიკური რეგენერაცია.

პროექტის მიზანია მიტოვებული ან დასახურად მომზადებული საბადოების ამჟამინდელი მდგომარეობი შესახებ სრული და ზუსტი ინფორმაციის მოპოვება. შედეგად, ჩამოყალიბდება და დაინერგება საბადოთა დახურვისა და სამთო-მოპოვებითი ფართობის რეკულტივაციისა და რეგენერაციის სახელმძღვანელო ჩარჩო.

პროექტის ფარგლებში მოხდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება, სახელმწიფოს მხრიდან საბადოთა დახურვის სათანადო მოთხოვნების შემუშავებისა და ღონისძიებების ეფექტურად განხორციელების მიზნით. ამასთან, კვლევის ფარგლებში განხორციელდება მიტოვებულ საბადოთა აღრიცხვა და რისკის შემცველ საკითხთა იდენტიფიცირება, ასევე  ინსტიტუციური და მარეგულირებელი ხარვეზების გამოვლენა, შემდგომში ზოგადი პრინციპებისა და სტანდარტების შემუშავების მიზნით.

პროექტის განსახორციელებლად შერჩეულ იქნა საერთაშორისო  საკონსულტაციო ჯგუფი SRK Consulting. კომპანიის წარმომადგენლები პირველი სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფებიან და შეხვედრებს მართავენ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში მოხდება არსებული საბადოების საველე დათვალიერება.

ამასთანავე, მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში დაგეგმილია სწავლების ჩატარება დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით, ასევე კვლევის  წინასწარი შედეგების გაზიარება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics