16:08 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-17 12:52:20, 1228 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: გახარიას გადადგომა დღეს, პირდაპირი მნიშვნელობით, სამშობლოს ღალატი იქნებოდა

გახარიას გადადგომა იქნებოდა დღეს სამშობლოს ღალატი, პირდაპირი მნიშვნელობით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ცალკეული პოლიციელების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების შემთხვევებზე გამოძიება მიმდინარეობს.

„თუ ცალკეულ შემთხვევებში არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული, ამაზე მიდის გამოძიება. იძიებს პროკურატურა, ერთი პოლიციელი უკვე ბრალდებულია, დანარჩენებს დაველოდებით", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ამასთან, „ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა დღეს ღალატი იქნებოდა.

„გახარიას გადადგომა იქნებოდა დღეს სამშობლოს ღალატი, პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან გახარია რომ გადამდგარიყო 21-22-ში, ის პოლიტიკოსები, ვინ ამ მოწოდებებს აკეთებდნენ და ახერხებდნენ, რომ პარლამენტში შესულიყვნენ, ან რა უნდოდათ პარლამენტში ძალით რომ შედიოდნენ თუ არა სახელმწიფო გადატრიალება, რა თქმა უნდა, ეს სურდათ. ის რომ გახარია გადადგეს, ესე იგი შინაგან საქმეთა სამინისტრო აღარ  არსებობს", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics