12:42 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-17 12:32:13, 2162 ნახვა

ეკონომიკა
„ბილაინის“ მხარდაჭერით თავისუფალ უნივერსიტეტში ჰაკათონი ჩატარდა

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრის, ბილაინის მხარდაჭერით, თავისუფალ უნივერსიტეტში, კახა ბენდუქიძის კამპუსში ჰაკათონი სახელწოდებით „სულ  სხვა ჰაკათონი“ ჩატარდა.

„სულ სხვა ჰაკათონის“ ორგანიზატორი ახალგაზრდული გაერთიანება EUhack-ია, რომელიც ხელმძღვანელობს ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ პროექტებს და ორიენტირებულია ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობაზე. მარათონში ტრადიციულად მონაწილეობა მიიღეს ახალგზრდა ინჟინრებმა, პროგრამირების სპეციალისტებმა, დეველოპერებმა და დიზაინერებმა, რომლებიც  გაერთიანდნენ ერთი იდეის გარშემო - შექმნან ინოვაციური პროდუქტი ან განავითარონ უკვე არსებული.

„სულ სხვა ჰაკათონი“ განსხვავებული ფორმატით ჩატარდა და ნაცვლად 48 საათისა,  დაახლოებით 27 საათი გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში მონაწილეებმა შეიმუშავეს იდეა, მისი განხორციელების გზა და ჟიურის წინაშე წარადგინეს. ფინალში გადასულ მონაწილე გუნდებს უკვე დაევალათ საკუთარი იდეების განხორციელება, პროტოტიპების შექმნა და პრეზენტაციის სახით წარმოდგენა. ჰაკათონის პირველი ეტაპი 29-30 ივნისს გაიმართა და მასში 180-მდე მონაწილე იყო ჩართული. გამოვლენილი 11 ფინალისტი კი 14 ივლისს წარსდგა ჟიურის წინაშე და 3 საპრიზო ადგილი გაინაწილა:

  • პირველი ადგილი მოიპოვა გუნდმა Wave Tech ხელთათმანის შექმნისთვის, რომლის მეშვეობითაც უსინათლო ადამიანს დამოუკიდებლად შეუძლია აკრიფოს შეტყობინება და გააგზავნოს;
  • მეორე ადგილზე გავიდა გუნდი Cash Flow, რომელმაც შექმნა აპლიკაცია და ვებგვერდი საქართველოში ტურისტების რაოდენობის გაზრდისა და მათთვის ინოვაციური მომსახურებების შეთავაზებისთვის;
  • მესამე საპრიზო ადგილი კი დაიკავა გუნდმა კოკო - აპლიკაცია, რომელიც ონლაინ კონსულტაციას სთავაზობს მცენარეების დარგვისა და მოვლის მსურველებს.

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics