12:29 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-06 12:30:06, 544 ნახვა

საზოგადოება
შენობის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მუშის მდგომარეობა მძიმეა

თბილისში, აფაქიძის ქუჩაზე შენობის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მუშა რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

როგორც „ექსპრესნიუსს“ რესპუბლიკური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

„პაცინეტის მდგომარეობა მძიმეა. ამჟამად უტარდება კვლევები. რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ყველაფერი კეთდება მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად“, - განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურში.

ცნობისთვის, თბილისში, სპორტის სასახლის უკან, აფაქიძის #13-ში მდებარე შენობის რამდენიმე სართული ჩამოინგრა. ჩამონგრევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.

რამ გამოიწვია შენობის ჩამოგრევა, ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სამაშველო და სახანძრო სასმახურის ბრიგადები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი თითოეულ მოქალაქეს ართმევს არჩევანს - ფედერალისტები პარტიების აკრძალვაზე
რეჟიმი პარტიების აკრძალვის მოთხოვნას, პარტია „ფედერალისტებიც“ დაამატებს
მარტში, საქართველოში პროდუქციის წარმოება გაძვირდა
2026 წლის იანვარ-მარტში მანქანებზე და ნავთობზე ექსპორტი გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics