15:36 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-16 18:53:13, 1577 ნახვა

საზოგადოება
შსს მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან თამარ მეფის გამზირის მიმართულებით მოძრაობის შეზღუდვაზე განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან თამარ მეფის გამზირის მიმართულებით არსებული პანდუსის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, სამუშაოების გამო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მარშრუტები დროებით შეიცვლება.

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გაცნობეთ, რომ თბილისის მერია იწყებს მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან თამარ მეფის გამზირის (გმირთა მოედნის) მიმართულებით არსებული პანდუსის სრულ რეაბილიტაციას.

სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის 17 ივლისს, 11:00 საათიდან დაიწყება და 200 კალენდარული დღე გაგრძელდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დროებით შეიცვლება ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მარშრუტები, კერძოდ:

მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან თამარ მეფის გამზირის (გმირთა მოედნის) მიმართულებით არსებულ პანდუსზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად დაიკეტება; მარჯვენა სანაპიროზე, ვახუშტის ხიდიდან ჩამომსვლელი პანდუსიდან თამარ მეფის ხიდის მიმართულებით, გზის სავალი ნაწილის ერთ სამოძრაო ზოლში ავტომანქანების გადაადგილება შეიზღუდება; სადგურის მოედნიდან თამარ მეფის ხიდის გავლით, მარჯვენა სანაპიროსკენ მოძრაობა განხორციელდება გმირთა მოედნის გავლით, ე.წ. ლაგუნა ვერეს მიმართულებით; მარჯვენა სანაპიროდან ვაკისა და საბურთალოსკენ მოძრავი ავტომანქანები ისარგებლებენ ე.წ. ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიის გავლით, გმირთა მოედანზე არსებული პანდუსებით.

სარემონტო სამუშაოების დროს, გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics