03:05 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-16 14:33:22, 1977 ნახვა

სამართალი
20 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებულ პოლიციელს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

20-21 ივნისის აქციაზე სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ  შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს საქართველოს პროკურატურამ ბრალი  საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით  წარუდგინა.

უწყების ცნობით, კერძოდ, ლ.ი-ს  ბრალად ედება  მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით  გადამეტება, რამაც  ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

„საქართველოს გენერალური პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი გუშინ დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ  მან  2019 წლის 21 ივნისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე,  გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად იძალადა  დაკავებულ პირზე.

პროკურატურა   სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონიძიების სახით პატიმრობის გამოყენების  შუამდგომლობით მიმართავს“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics