15:39 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-15 17:53:13, 2063 ნახვა

საზოგადოება
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, რომელმაც ინგა გრიგოლიას შეურაცხყოფა მიაყენა, პარტიიდან გარიცხეს

 „პატრიოტთა ალიანსის“ ხაშურის საკრებულოს დეპუტატი, ალექსანდრე სიმონიშვილი, რომელმაც ჟურნალის ინგა გრიგოლიას შეურაცხყოფა მიაყენა, პარტიიდან გარიცხეს.

 ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა ჟურნალისტ, ინგა გრიგოლიას facebok-ზე კომენტარებში დაწერა.

 „ვინაიდან ბატონ ალექსანდრეს ვესაუბრეთ და მან კარგად იცის ჩვენი პოზიციის შესახებ, შემიძლია უკვე საჯაროდ დავწერო პარტიის გადაწყვეტილების თაობაზე. ასეთ ვითარებაში, როგორც წესი, საჭიროა ბოდიშის მოხდა, როცა საქმე ეხება პირად შეურაცხყოფას. ვინაიდან ბატონ ალექსანდრეს შექმნილ ვითარებაზე მისი სუბიექტური წარმოდგენა აქვს და ეს წარმოდგენა ეწინააღმდეგება პარტიის პოზიციას და ჩემი, როგორც ქალი პოლიტიკოსის პოზიციას, მივიღეთ გადაწყვეტილება, ბატონმა ალექსანდრემ დატოვოს პარტია და თავისუფალი მოქალაქის რანგში გააგრძელოს კომენტირება. პარასკვეს შეიკრიბება პარტიის პოლიტსაბჭო და ამ გადაწყვეტილებას ოფიციალური ფორმა მიეცემა. გმადლობთ“, - წერს ირმა ინაშვილმა.

შეგასხენებთ, რომ ალექსანდრე სიმონიშვილომ  TV4-ის იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, სადაც რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის, ლევან ონიანის, განცხადება ეწერა, რითაც ონიანი ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ბოდიშს უხდიდა. „ინგა გრიგოლია არის ძ*კნა და ქვეყნის მტერი!!! ხაშურის რაიონის საკრებულოს წევრი ვარ!!! გავიმეორებ ათასჯერ“,- დაწერა სიმონიშვილმა კომენტარში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics