13:57 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-14 13:21:54, 1862 ნახვა

საზოგადოება
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად დაშავებული ორი მოზარდი მძიემდაა, ერთ ერთი თბილისში გადაიყვანეს

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთმანეთს სამი მინივენი შეეჯახა.  ავარიის შედეგად გარდაიცვალა 2 და დაშავდა 11  ადამიანი. დაშავებულები სხვადასხვა კლინიკებშია გადაყვანილი.

დაშავებული ერთ-ერთი მცირეწლოვანი გოგონა თბილისში, იაშვილის კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადმოიყვანა, მისი ძმა კი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში რეანიმაციულ განყოფილებაში კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

''გუშინდელი ავტო ავარიის შედეგად 13 მოქალაქე დაზარალდა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი კლინიკაში რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად დაიღუპა. გარდაცვლილები ცოლ-ქმარი არიან.

მათთან ერთად დაშავებული არიან მათი შვილები, ხუთი და ექვსი წლის მოზარდები, არასრულწლოვნებს სახეზე ჩაუტარდათ ოპერაციები, შემდგომ სიმძიმიდან გამომდინარე ერთი თბილისში იაშვილის კლინიკაში, მეორე ბათუმში ბავშთა საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა მძიმე და კრიტიკულია. იმყოფებიან რეანიმაციულ განყოფილებაში.

რაც შეეხება, სხვა დაზარალებულებს, ორ კლინიკაში საერთო ჯამში ცხრა დაზარალებული რჩება, 7 მოქალაქე მკურნალობას ქობულეთის რეგიონალურ საავადმყოფოში გადის, მათგან ორს ამ წუთებში უტარდებათ ოპერაციები.  სხვა დაშავებულების მდგომარეობა შეიძლება ითქვას არის დამაკმაყოფილებელი.  

დაღუპული ორი და მათი შვილები არაბეთის მოქალაქეები არიან. ავარიის დროს კიდევ შვიდი დაზარალებული პოლონეთის მოქალაქეა. ორი დაშავებული კი ქართველია'' - განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი: რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics