13:57 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-13 13:36:12, 1512 ნახვა

საზოგადოება
112-ში ამერიკული პროგრამის დანერგვა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112"-ში ე.წ. MPDS პროტოკოლების ტრენინგი მიმდინარეობს. აღნიშნული ტრენინგი არის ინციდენტის ტიპებისა და პრიორიტეტების განმსაზღვრელი პროგრამა ProQA-ის დანერგვის პროცესის ნაწილი.

ProQA მუშაობს სპეციალური სამედიცინო, სახანძრო და საპოლიციო პროტოკოლების გამოყენებით და მისი მთავარი დანიშნულებაა ინციდენტის პრიორიტეტების მაღალი სიზუსტით დადგენა და ინციდენტის შესაბამისი სატელეფონო ინსტრუქციების გაცემა. აღნიშნულ ტრენინგებში „112"-ის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისა და ქ. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შესაბამისი თანამშრომლები არიან ჩართულები.

ტრენინგების გავლის შემდეგ ინსტრუქტორები „112"-ის ქოლ-ცენტრის 300-მდე თანამშრომელს გადაამზადებენ ProQA-ისა და მისი პროტოკოლების მოხმარებაში. ProQA მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში გამოიყენება და მისი პროტოკოლები მუდმივად იხვეწება და ვითარდება, რათა სრულად შეესაბამებოდეს გადაუდებელი შემთხვევების მართვის მსოფლიო სტანდარტებს.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა ქართულად ითარგმნა და კულტურული კომიტეტების შეხვედრებზე მოხდება მისი მორგება ქართულ რეალობაზე. აღნიშნულ პროცესში ჩართულები არიან „112"-ის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის, ქ. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები.

ProQA – გადაუდებელი დახმარების ინციდენტის ტიპებისა და საქმის პრიორიტეტების განმსაზღვრელი პროგრამა წლის ბოლოს დაინერგება. პროგრამის მთავარი უპირატესობებია: ინფორმაციის დამუშავების პროცესის გამარტივება, ინციდენტის პრიორიტეტების სწორედ და შეუცდომლად განსაზღვრა, გადაუდებელი დახმარების რესურსის რაციონალური გადანაწილება და გადაუდებელი დახმარების დაწყება დარეკვისთანავე და მისი უწყვეტობა სატელეფონო კონსულტაციების გზით.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი: რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics