12:27 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-05 16:40:38, 546 ნახვა

საზოგადოება
ილია მეორე: ევროპაზე ადრე საქართველოს ჰქონდა მაღალი კულტურა

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ევროპას ვაჩვენოთ-ევროპაზე ადრე საქართველოს ჰქონდა მაღალი კულტურა",-ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

პატრიარქის აზრით, ევროპის სტრუქტურები საჭიროა, თუმცა საქართველომ საკუთარი ისტორიული, კულტურული, სულიერი, მეცნიერული ფასეულობა არ უნდა დაკარგოს.

"მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ევროპის სტრუქტურები საჭიროა,  მაგრამ ამავე დროს, ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ჩვენი ფასეულობა, ჩვენი ქართული, ისტორიული,  კულტურული, სულიერი, მეცნიერული ფასეულობა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ევროპას ვაჩვენოთ,  ევროპაზე ადრე საქართველოს ჰქონდა მაღალი კულტურა",-ბრძანა უწმინდესმა.

მანვე საბერძნეთში შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრა და ბერძენ ხალხს  მშვიდობა უსურვა.

 "ჩვენ ვუსურვებთ ბერძენ ხალხს, რომ მშვიდობამ დაისადგუროს მათ გულში,  მათ ქვეყანაში, მითუმეტეს,  როცა ჩვენ გვიჭირდა,  მრავალი ქართველი ადამიანი წავიდა საბერძნეთში და იქიდან ეხმარებოდა  საქართველოს, თავის ოჯახებს",-ბრძანა უწმინდესმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი თითოეულ მოქალაქეს ართმევს არჩევანს - ფედერალისტები პარტიების აკრძალვაზე
რეჟიმი პარტიების აკრძალვის მოთხოვნას, პარტია „ფედერალისტებიც“ დაამატებს
მარტში, საქართველოში პროდუქციის წარმოება გაძვირდა
2026 წლის იანვარ-მარტში მანქანებზე და ნავთობზე ექსპორტი გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics