02:13 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-12 18:00:30, 2426 ნახვა

სამართალი
ნინო ჯავახაძემ ბათუმის კონფერენციაზე უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობასა და ევროკავშირთან თანამშრომლობას გაუსვა ხაზი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ მონაწილეობა მიიღო ბათუმის მე-16 საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის” დაფუძნების 10 წლისთავს ეძღვნება.

წლევანდელი კონფერენციის საპატიო სტუმარია ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მოხსენებით გამოვიდა კონფერენციის სესიაზე, რომელიც შეეხებოდა განათლებითა და მობილობით ახალი თაობის გაძლიერებას.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების, მობილობისა და ხალხთაშორისი კავშირების მნიშვნელობას.

ნინო ჯავახაძემ ისაუბრა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შედეგად საქართველოს მოქალაქეებისათვის არსებულ ხელშესახებ შედეგებზე და ხაზი გაუსვა უვიზო მიმოსვლის პოლიტიკურ მნიშვნელობას. შესაბამისად, ხაზი გაესვა, რომ საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის წარმატებით განხორციელებას და ამ მიმართულებით, მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირის ინსტიტუტებთან.

აღნიშნულ სესიაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე - ირინა აბულაძე, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის გენერალური დირექტორატის, აღმოსავლეთ სამეზობლოს დირექტორი - ლორენს მერედიტი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ევროკავშირის რეგიონალური ოფისის დირექტორი - ოლა ჰენდრიკსონი და ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ევგენი შესტაკოვი. სესიას მოდერაციას უწევდა ევროპარლამენტის ყოფილი წევრი კლერ მუდი.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics