2019-07-12 13:58:37, 1933 ნახვა
პოლიტიკა
ჯავახაძე: გერმანიის ელჩმა გააკეთა განცხადება პარლამენტიდან, ელჩები, ხაზზე იყვნენ ჩვენთან მთელი ღამის განმავლობაში
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ გუშინ შს მინისტრის გიორგი გახარიას მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ მედიასთან ისაუბრა.
როგორც მან ისაუბრა 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების დროს, დიპლომატებისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ინტენსიური კომუნიკაციის შესახებ.
„იმ ღამეს თუ გახსოვთ,გერმანიის ელჩმა გააკეთა განცხადება პირდაპირ პარლამენტიდან. რაც შეეხება დანარჩენ ელჩებს, ხაზზე იყვნენ ჩვენთან მთელი ღამის განმავლობაში, პროცესს აკვირდებოდნენ მთელი ღამის განმავლობაში. გერმანიის ელჩი ფაქტობრივად ბოლომდე იყო პარლამენტში, იმიტომ, რომ როცა დაიძაბა ვითარება და დაიწყო პარლამენტზე შეტევა, მას მერე ელჩი გამოცხადდა პარლამენტში და იქ იმყოფებოდა“, - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან