2019-07-12 13:22:15, 1671 ნახვა
პოლიტიკა
TI - კომიტეტის სხდომა არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტჯერ სალომე სამადაშვილმა გააცდინა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საპარლამენტო საქმიანობის კვლევის შედეგად ირკვევა, რომ 2018 წელს კომიტეტის სხდომები არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტჯერ შემდეგმა დეპუტატებმა გააცდინეს:
სალომე სამადაშვილმა (ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“) – 17 სხდომა;
ირაკლი აბესაძემ (უმცირესობა) – 13 სხდომა;
გიორგი ტუღუსმა (უმცირესობა) – 12 სხდომა.
2018 წელს პლენარული სხდომები არასაპატიო მიზეზით ყველაზე ხშირად გააცდინეს:
კახაბერ ოქრიაშვილმა (უმრავლესობა) – 12 სხდომა;
სამველ მანუკიანმა (უმრავლესობა) – 11 სხდომა;
თეიმურაზ კოხრეიძემ (უმრავლესობა) – 11 სხდომა.
შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამწვირვალობა - საქართველომ“ პარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში IX მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასების კვლევას, რომელიც 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,