15:32 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-11 20:46:26, 1872 ნახვა

კომენტარი
გახარია ადასტურებს, რომ სპეციალური საშუალებების, მათ შორის ნარინჯისფერი ტყვის გამოყენებაზე ბრძანება თავად გასცა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნარინჯის ფერის ტყვიების გამოყენებაზე განკარგულება თავად გასცა. 

როგორც გახარიამ "TV პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, ის აქციაზე მიმდინარე პროცეზებზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს. მანვე დასძინა, რომ გადაწყვეტილება კანონის ფარგლებში მიიღო. 

"ბრძანება გავეცი მე. განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ამ აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, მანამდე უბრალოდ მე იქ არ ვიყავი. მე ვიმოქმედე საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში. სწორედ ამ კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში გავეცი ის ბრძანება, რომ პოლიციას გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები, რომლებიც არის კანონმდებლობით სრულად გაწერილი. რატომ?! იმიტომ, რომ პოლიციას და შსს-ს ძირითადი ვალდებულებაა ამ ქვეყნის ინსტიტუტები დაიცვას, ასევე დაიცვას სამოქალაქო წესრიგი ამ ქვეყანაში", - განაცხადა გახარიამ. 

ცნობისთვის, ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ შს მინისტრს ჰკითხა შეესაბამება თუ არა სიმართლეს ინფორმაცია, რომელიც გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ ექსპერტებმა გაავრცელეს. კერძოდ, ექსპერტებმა თქვეს, რომ გიორგი გახარიამ ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება თავად გასცა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics