15:12 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-11 18:13:40, 1053 ნახვა

კომენტარი
ბულგარეთის საგარეო მინისტრი: საქართველოს ჰყავს ახალგაზრდობა, რომელიც თავის იმედებს განათლებაზე ამყარებს

"დემოკრატიის გაძლიერება შესაძლებელია ახალგაზრდების განათლებით. დღეს ისინი ქმნიან მომავალს და მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს თავიანთი ქვეყნის სისტემების ნდობა ჰქონდეთ",  - ამის შესახებ ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეკატერინა ზახარიევამ ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა.

ზახარიევამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებმა პერსპექტივა დაინახონ და ამაზე  პოლიტიკოსებმა უნდა იმუშაონ.

„მე კარგად მახსენდება წინა წლები -  ტვინის გამორეცხვის 45 წელი არის ძალიან დიდი პერიოდი და 30 წლის შემდეგაც შემიძლია ვთქვა, რომ დიდი განსხვავებაა ჩვენსა და იმ ქვეყნების მენტალიტეტს შორის, რომელიც არ იმყოფებოდნენ საბჭოეთის ფრთის ქვეშ. დემოკრატიის გაძლიერება შესაძლებელია ახალგაზრდების განათლებით. დღეს ისინი ქმნიან მომავალს, ამიტომ თუ არ იქნება განათლების ხელშეწყობა, მოხდება ტვინების გადინება ქვეყნიდან. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ახლაგაზრდებს ნდობა ჰქონდეთ თავიანთი ქვეყნის სისტემების. მათ უნდა დაინახონ, რომ აქვთ შესაძლებლობა წინ წავიდნენ. დღეს  ყველაზე მოწყვლადი ახალგაზრდები არიან და მათ უფრო მეტი პრობლემები აქვთ. ძველი თაობის ადამიანები, რომლებიც ლიდერები არიან, არ უსმენენ ახალგაზრდებს, როგორც საჭიროა. ისინი კი კარგად აღიქვამენ იმ რეალობას, რომელიც ხშირ შემთხვევაში შეცვლას მოითხოვს, მაგრამ, მეორეს მხრივ, საქართველოს ჰყავს ახალგაზრდობა, რომელიც თავის იმედებს ამყარებს მომავალზე, განათლების მიღების გზით სამუშაო ადგილების მოძებნაზე. ამიტომ პოლიტიკოსებმა უნდა იმოქმედონ, რომ დაანახონ ახალგაზრდებს მეტი პერსპექტივა,“ - განაცხადა ეკატერინა ზახარიევამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
CashBack-ის და VISA-ს საზაფხულო შეთავაზება ლიბერთის მომხმარებლებისთვის
მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics