13:43 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-11 13:09:59, 1179 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიციის წევრები დონალდ ტუსკს ხვდებიან

ოპოზიციის წარმომადგენლები, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართელოს“ წევრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს ხვდებიან.

როგორც ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას ტუსკთან კითხვები ექნება, მათ შორის, როგორ უნდა გაგრძელდეს საქართველო-ევროპის თანამშრომლობა?

ასევე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებასა და საქართველოს ხელისუფლების წარმომდგენლების კომენტარებზე.

„ყველაზე უფრო ბატონ ტუსკთან საუბარისას მაინტერესებს, უპირველეს ყოვლისა, რა მიმართულებით წავა ევროპის კავშირი, მას შემდეგ, რაც ჩატარდა არჩევნები, გამოიცვალა ყველა უმაღლესი თანამდებობის პირი, მას შემდეგ, როდესაც, შემოდგომაზე, დიდი ალბათობით, დიდი ბრიტანეთი გამოვა უკვე ხელშეკრულების გარეშე ევროპის კავშირიდან, მეორე მაინტერესებს, მისი შეფასებები იმაზე, რას ფიქრობენ იმაზე, როგორ უნდა გაგრძელდეს საქართველო - ევროპის კავშირის თანამშრომლობა. მესამე - რა შეხედულებები აქვთ იმ ტრაგედიაზე, რომელიც 20-21 ივნისს მოხდა საქართველოში, საქართველო - რუსეთის დაპირისპირების ახალ ტალღაზე და სანქციებზე, რომელიც ნაწილი შემოღებული აქვს რუსეთის ფედერაციას, ფრენები მაქვს მხედველობაში, ნაწილის შემოღება გადაიფიქრა“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.  

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics