12:24 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-11 12:24:12, 1144 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - აღმოსავლეთ პარტნიორობა ხელს უწყობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას

„აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმის ჩატარება შესანიშნავი შესაძლებლობაა ჩვენთვის, რათა ერთმანეთს გავუზიაროთ მოსაზრებები, თუ როგორ შევუწყოთ ხელი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში  საინვესტიციო შესაძლებლობების განვითარებას და ამ მიმართულებით გამოვკვეთოთ ჩვენი მოლოდინები და პრიორიტეტები“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმზე საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის შესახებ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ნათია თურნავამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ფორუმის ორგანიზატორებს - ევროკომისიასა და ევროპული მმართველობის და ეკონომიკის ცენტრს, რომ მათ აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმის ჩატარების ადგილად საქართველო აირჩიეს.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს პერსპექტივიდან აღმოსავლეთ პარტნიორობამ მართლაც უზრუნველყო ეფექტური ჩარჩო, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოვებას. „დღეს ჩვენ ასოცირებული პარტნიორი ვართ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით, რომელიც სრულადაა ამოქმედებული. ჩვენ შევუერთდით ენერგეტიკულ თანამეგობრობასა და ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელს და გვაქვს კონკრეტული პოზიტიური შედეგები, რაც მეტ სტიმულს გვმატებს," - განაცხადა ნათია თურნავამ.

ფორუმში საქართველოს, უკრაინის, სომხეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, მოლდოვას უმაღლესი თანამდებობის პირები, საინვესტიციო სააგენტოები, მსხვილი ბიზნეს გაერთიანებები, საერთაშორისო კომპანიები, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობენ. აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი მნიშვნელოვანია, როგორც კიდევ ერთი პლატფორმა საქართველოს და სხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით. ამასთან, ის იძლევა აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერების საშუალებას.

 

 

 

(NS)

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
უკრაინის დაზვერვამ კადიროვის სპეცრაზმის ახმატის ათობით მებრძოლი მოკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics