10:48 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-10 12:06:56, 913 ნახვა

საზოგადოება
სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის უცხოელი ექსპერტები მასტერკლასებს და ვორქშოფებს ჩაატარებენ

თბილისის მერიის ხელშეწყობით სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის უცხოელი პროფესორები და ექსპერტები მასტერკლასებს და ვორქშოფებს ჩაატარებენ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, პროექტი უნივერსიტეტებთან თანმშრომლობით განხორციელდება.

„პროექტის ფარგლებში  უკვე დაფინანსდა 8 უცხოელი ექსპერტის ვიზიტი თბილისში, რომლებიც ჩაატარებენ მასტერკლასებსა და ვორქშოფებს არქიტექტურის, ურბანული განვითარების, კულტურის, მენეჯმენტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ხელოვნების მიმართულებით. საერთო ჯამში ამ ღონისძიებებში 1000-მდე სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას.

ჩვენთვის მთავარი მიზანი და ამოცანაა, რომ ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს კვალიფიკაციის ამაღლებაში და უცხოელმა პროფესორებმა გაუზიარონ მათ ცოდნა და გამოცდილება ამ სფეროებში. ეს მიმართულებები დედაქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ კარგად ვხედავთ, თუ რა ხდება არქიტექტურისა და ურბანული განვითარების მიმართულებით. რა თქმა უნდა, გვჭირდება ახალგაზრდა სპეციალისტები, ახალი სისხლი. ამ მიმართულებებში საკმაოდ მცირე რაოდენობის სპეციალისტი გვყავს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველასთან გვაქვს კომუნიკაცია, ყველასთან ვმუშაობთ, ვიზიარებთ მათ შეხედულებებს და მათ შენიშვნებსაც, თუ რამე გვეშლება, თუმცა დამატებითი ძალები, ახალგაზრდები, მათი ჩართულობა და პროფესიონალიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ზუსტად ასეთი პროექტების ხელშეწყობით ჩვენ შევძლებთ მათი კვალიფიკაციის ამაღლებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სპეციალისტები თბილისს ეწვევიან საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან, იტალიიდან და ლატვიიდან, გარდა ლექცია-სემინარებისა, უცხოელი ექსპერტების შეხვედრები გაიმართება მერიის შესაბამის საქალაქო სამსახურებთანაც.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics