|
2015-07-04 17:02:53, 602 ნახვა
საზოგადოება
ორთაჭალაჰესის ფარების გახსნა მდინარე მტკვრის კალაპოტში წყლის დონის ცვლილებას გამოიწვევს
ორთაჭალაჰესის ფარების გახსნა მდინარე მტკვრის კალაპოტში წყლის დონის ცვლილებას გამოიწვევს, - ამის შესახებ განცხადებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, 13 ივნისს მომხდარი წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრის მიზნით გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად კვლავ საჭიროა ორთაჭალაჰესის ზედა ბიეფში წყლის მინიმალურ დონემდე დაწევა. „აღნიშნულიდან გამომდინარე 4 ივლისს 21:00 საათიდან იგეგმება ორთაჭალაჰესის ფარების გახსნა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო აფრთხილებს საზოგადოებას, რომ აღნიშნულ ქმედებას მოჰყვება წყლის დონის ცვლილება მდინარე მტკვრის კალაპოტში. კერძოდ, ორთაჭალაჰესის ფარების გახსნა გამოიწვევს მდინარის წყლის დონის მატებას დასაშვებ ნორმებში ორთაჭალის ჰესიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე. ჰესის დაცლის პროცესს, კონტროლის განხორციელების მიზნით, დაესწრებიან გარემოსადაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)