16:24 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-09 15:31:24, 3049 ნახვა

პოლიტიკა
​ჟირინოვსკი: რუსული დროშა უნდა ფრიალებდეს თბილისის თავზეც და კიევშიც

რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელი, ვლადიმერ ჟირინოვსკი საქართველოს დასჯას ითხოვს. 

როგორც ჟირინოვსკიმ დღეს დუმის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რუსეთი მხოლოდ ბორჯომით არ უნდა შემოიფარგლოს და უნდა დაწესდეს მკაცრი ეკონომიკური სანქციები. 

დეპუტატი ასევე მიიჩნევს, რომ ორ ერს შორის მეგობრობაზე საუბარი ზედმეტია. 

"მხოლოდ ბორჯომით არ უნდა შემოვიფარგლოთ, შევწყვიტოთ ყოველგვარი ეკონომიკური ურთიერთობა საქართველოსთან. შევუწყვიტოთ ელექტროენერგიის მიწოდება შევაჩეროთ გზავნილები. აქ უამრავი არალეგალი ბიზნესმენია, რა ხალხებს შორის მეგობრობა მოგინდათ. ლამის დიპლომატები მოგვიკლეს. სასწრაფოდ უნდა მივიღოთ გადამწყვეტი და ხისტი ზომები და წესრიგი დავამყაროთ მთელ სამხრეთ კავკასიაში - ასე მივაღწევთ გამარჯვებას. რუსული დროშა უნდა ფრიალებდეს თბილისის თავზეც და კიევშიც, სხვა შემთხვევაში პროფაშისტური რეჟიმები იბატონებენ", - აღნიშნა პოლიტიკოსმა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ხოშტარია: აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას, არ იდარდოთ, ვკონცენტრირდეთ რეჟიმის ჩამოშლაზე
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლების თქმით, დღეს, 19:00 საათზე ჯანდაცვის მინისტრს შეხვდებიან
კალაძე: ელენე ხოშტარიას მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო
ევროპარლამენტში გაფართოების საკითხებზე იმსჯელებენ - ევროსკოპის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული დელეგაცია არ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics