16:24 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-09 12:32:03, 1194 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობაზე: ნებისმიერ ჯგუფს, რომელსაც პროდასავლური კურსი აქვს, მივესალმები

ნებისმიერ სამოქალაქო თუ პოლიტიკურ მოძრაობასა თუ ჯგუფს, რომელსაც პროდასავლური კურსი აქვს, მხოლოდ მივესალმები, - ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია „თიბისი ბანკის“ დამფუძნელ მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც სექტემბერში საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება დაანონსა.

როგორც ბოკერიამ განმარტაა, მზადაა ითანამშრომლოს ყველასთან, ვისთანაც იდეოლოგიური თანხვედრა ექნება.

„არ ვარ პოლიტიკური მიმომხილველი, ნებისმიერ სამოქალაქო თუ პოლიტიკურ მოძრაობასა თუ ჯგუფს, რომელიც ფუნდამენტურად დგას თავისუფალი სამყაროს, პროდასავლური კურსისა და ქვეყნის შიგნით პერსონალური თავისუფლების ფუნდამენტურ ღირებულებებზე, მხოლოდ მივესალმები. მაქვს ღრმა რწმენა, რომ ჩვენი გუნდი – „ევროპული საქართველო“ და ჩვენი პარტნიორები, „თავისუფალი დემოკრატები“ ვართ გუნდი, ვისაც შეუძლია, ივანიშვილის შეცვლის შემდეგ ქვეყანა წინ წაიყვანოს. თუმცა, ყველა პოლიტიკურ ძალას, პატარას თუ დიდს, ძველსა თუ ახალს, რომლებსაც ჩვენი ღირებულებები აქვთ, მივესალმებით და განვიხილავთ პოტენციურ პარტნიორებად“, - განაცხადა გიგია ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ხოშტარია: აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას, არ იდარდოთ, ვკონცენტრირდეთ რეჟიმის ჩამოშლაზე
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლების თქმით, დღეს, 19:00 საათზე ჯანდაცვის მინისტრს შეხვდებიან
კალაძე: ელენე ხოშტარიას მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო
ევროპარლამენტში გაფართოების საკითხებზე იმსჯელებენ - ევროსკოპის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული დელეგაცია არ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics