15:12 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-08 23:31:48, 1868 ნახვა

კომენტარი
თამარ ჩუგოშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: მათი მიზანია, გადატრიალებები მოაწყონ - არ გამოუვათ!

„ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ძალიან დიდი დოზით ისმის უპასუხისმგებლო განცხადებები. ვხედავთ მუდმივი არეულობის, დაძაბულობის შემოტანას ქართულ საზოგადოებაში. რაღაც დოზით გამოსდით ეს ყველაფერი, მაგრამ ის მიზანი, რაც აქვთ, რომ ადუღება და გადატრიალებები მოაწყონ, ეს ნამდვილად არ გამოუვათ. ამის პირობა ყველას შეგვიძლია მივცეთ“, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

ჩუგოშვილი ვარაუდობს, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პროპორციული საარჩევნო სისტემა სახარბიელო არ არის.

„მე როგორც ვხვდები, მათთვის პროპორციული საარჩევნო სისტემა არ არის სახარბიელო. კი ითხოვდნენ მაგრამ, როგორც ჩანს ძალიან შეწუხებულები არიან  კონკრეტული მოვლენების ასეთ განვითარებით. სახელმწიფოს როლი არის ერთადერთი - მშვიდობიანი გამოხატვის ფორმები უზრუნველყოფილი ჰქონდეს ყველას და ამას აკეთებს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო. ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაცია და მეტი არაფერი“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
CashBack-ის და VISA-ს საზაფხულო შეთავაზება ლიბერთის მომხმარებლებისთვის
მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics