03:33 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-08 20:36:49, 1595 ნახვა

კომენტარი
უგულავა - ვასაძეს აქვს ქამრები, ჯვარი გადააკეთა კომბლად და ასე ვითომ ქრისტიანი დასდევს განსხვავებულ ადამიანებს

ჩვენ გვაქვს ხელზე წითელი ლენტები, ეს არის აქციის ერთ-ერთი სიმბოლო, ბატონ ვასაძეს ხელზე აქვს ქამრები, ჯვარი გადააკეთა კომბლად და ასე ვითომ ქრისტიანი დასდევს განსხვავებულ ადამიანებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ანტისაოკუპაციო აქციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება და სხვადასხვა ძალადობრივი ჯგუფები ქართველი ხალხის წინააღმდეგ, პუტინის დაცვაში ჩადგნენ.

„ხელისუფლება ივანიშვილის თამადობით, სხვადასხვა ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც აქამდე აფიქსირებდნენ ღია პრორუსულ იდეებს, პირდაპირ ჩადგნენ უნისონში რუსეთის მთავრობასთან ქართველი ხალხის წინააღმდეგ პუტინის დაცვაში. ის, რასაც ჩვენ წუხელ ღამიდან ვხედავთ, არის აბსოლუტური ლუსტრაცია, რომ ქვეყანაში გვყავს მეხუთე კოლონა, მეტიც ჩვენი ხელისუფლება არის ამ მეხუთე კოლონის იდეური ხელმძღვანელი და ხელისუფლება გაფორმდა როგორც მეხუთე კოლონა. ეს არის საგანგაშო. წინ არის თავისუფლება, გზა ევროპისკენ და იქეთ დგანან ადამიანები, რომლებიც უკვე ღიად ურცხვად გველაპარაკებიან რუსული ტექსტებით, პუტინის ტექსტებით და მიგვიხმობენ დედა რუსეთისკენ. ეს არ მოხდება. საზოგადოებამ კარგად იცის, აქ არიან შეკრებილი ადამიანები, რომლებიც არიან განწყობილი მშვიდობისკენ. ჩვენ გვაქვს ხელზე წითელი ლენტები, ეს არის აქციის ერთ-ერთი სიმბოლო, ბატონ ვასაძეს ხელზე აქვს ქამრები, ჯვარი გადააკეთა კომბლად და ასე ვითომ ქრისტიანი დასდევს განსხვავებულ ადამიანებს. კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი“, - განაცხადა გიგი უგულავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics