16:52 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-08 20:23:33, 1708 ნახვა

კომენტარი
სირაძე: თუ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ პარლამენტის წინ, ეს მათი პასუხისმგებლობა იქნება

"თუ ისინი არ დაგვემორჩილებიან და გადაინაცვლებენ პარლამენტის წინ, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა“, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ, ვაჟა სირაძემ ანტისაოკუპაციო აქციასთან დაკავშირებით განაცხადა. 

სირაძის თქმით, სამართალდამცველებმა უნდა უზრუნველყონ ამ ორ აქციას შორის დისტანცია და ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს, მოუწოდებს, არ გადაინაცვლონ პარლამენტის შენობის წინ, სადაც ამ წუთებში, ძალადობრივი ჯგუფები იმყოფებიან. 

"მოვუწოდეთ აქციის ორგანიზატორებს, ავუხსენით, რომ ორ სხვადასხვა შეკრებას შორის არ უნდა მოხდეს კონფრონტაცია. შესაბამისად, პოლიცია ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოების ზომები და უსაფრთხო დისტანცია. მოვუწოდე აქციის ორგანიზატორებს, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ნუ გადაინაცვლებენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე, ვუთხარით, რომ დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. აქციაზე და ნებისმიერი პროტესტის გამოხატვის უფლება მშვიდობიანი ფორმით აქვს ნებისმიერ პიროვნებას - ორივე აქციის მონაწილეებს, იქ სადაც მათ უნდათ. მაგრამ ცნება, რომ ეს ჩემი ადგილია, ამ შემთხვევაში არასწორია. ჩვენ ვერავის შევუზღუდავთ მშვიდობიანი ფორმით პროტესტის გამოხატვას, იქნება ეს ერთი აქციის, თუ მეორე აქციის წევრები. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, რომ დაიცვან უსაფრთხო დისტანცია და ასევე მოვუწოდე იმისკენ, რომ თუ ისინი არ დაგვემორჩილებიან და გადაინაცვლებენ პარლამენტის წინ, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა", - განაცხადა ვაჟა სირაძემ.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics