10:48 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-08 19:54:33, 1000 ნახვა

საზოგადოება
ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან

ანტისაოკუპაციო აქციის „სირცხვილია“ დემონსტრანტები პუშკინის სკვერში შეიკრიბნენ და პარლამენტის შენობისკენ მსვლელობით მიემართებიან.

როგორც ისინი აცხადებენ, მათი მშვდიობიანი აქცია კვლავ პარლამენტის შენობასთან უნდა გაგრძელდეს.

„ჩვენი მანიფესტაცია მშვიდობიანია და 19 დღის მანძილზე დავამტკიცეთ ჩვენი მშვიდობიანობის - რუსთაველის გამზირზე რამე გაფუჭდა კი არა, სიგარეტის ნამწვსაც კი არ ყრიდნენ ადამიანები. ჩვენი აქცია ანტისაოკუპაციოა და თუ ამ აქციას ვინმე კონტრაქციას  გაუმართავს, პრორუსები არიან. რა გამოდის - ანტისაოკუპაციო აქცია გამოვიდეს წვრილი, მარგინალური ჯგუფის აქცია და მოდი ესენი გავაპაროთ და სინამდვილეში ქართული საზოგადოება პრორუსულია? ეს ხომ ასე არ არის. შსს-ს განცხადება არ წამიკითხავს, მაგრამ დღეს თუ ის ვერ დაიცავს მშვიდობიან მანიფესტაცია, რაღა გვაქვს სასაუბრო - ე.ი. გავრილოვის დაცვისას თვალები დათხარეს ადამიანებს და მშვიდობიან მანიფესტაციაზე ელემენტარულ მშვიდობასაც ვერ ინარჩუნებენ? აქ ხომ არავის დარბევაზე არ არის საუბარი, კორდონზეა საუბარი, რომ მშვიდობიანი მანიფესტანტები წყნარად იდგნენ. მე-19 დღეა აწეული ხელებით, მშვიდობიანად ვდგავართ ",- აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics