03:34 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-08 10:41:42, 1819 ნახვა

კომენტარი
ხუხაშვილი: დამშვიდდით ბატონებო, არ არსებობს ბუნებაში ომი, რომელიც ჟურნალისტის გინებას შეიძლება მოყვეს

"დამშვიდდით ბატონებო, არ არსებობს ბუნებაში ომი, რომელიც ჟურნალისტის გინებას შეიძლება მოყვეს", - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. 

პოლიტოლოგი "რუსთავი 2"-ის გადაცემა P.S -ის წამყვანის გიორგი გაბუნიას გუშინდელ ეთერს გამოეხმაურა, რომლის დროსაც ჟურნალისტმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უცენზურო ლექსიკით მიმართა. 

"ყველა შევთანხმდით, რომ გაბუნიას საქციელი არ ჯდება არა თუ პროფესიული, არამედ პიროვნული ეთიკის და ღირსების ჩარჩოებში.

მაგრამ, ბევრად უფრო შემაშფოთებელი სურათი აჩვენა რიგში ჩამდგარი ხელისუფლების წარმომადგენლების პანიკურმა განცხადებებმა, რომ ვინმე გაბუნიას განცხადებებმა ლამის ომის ზღვარზე დააყენა ქვეყანა.  1. დამშვიდდით ბატონებო, არ არსებობს ბუნებაში ომი, რომელიც ჟურნალისტის გინებას შეიძლება მოყვეს. 2. ომის რეალური მიზეზი შეიძლება გახდეს მხოლოდ განვითარების გაცხადებული ვექტორი და არაფერი სხვა. 3. ნუ გექნებათ იმედი, რომ “ბაბაიას” დაძახებით დათვს ისევ მიაძინებთ, რადგან ის თქვენი შიშით იკვებება და ეს საკვები გუშინ მიეცით. ხვალ უფრო მეტს მოითხოვს. 4. კარგი იქნება, თუ გააცნობიერებთ, რომ თქვენი ბოლოდროინდელი ქმედებები და განცხადებები კაპიტულანტურს ძალიან მიუახლოვდა, რაც მთლიანად ჯდება რუსეთის გეგმებში საქართველოსთან მიმართებაში. 5. გაბუნიას საქციელის საბაბით შიდა პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობაც მთლიანად ჯდება რუსეთის გეგმებში. გადახედეთ რუსული პროპაგანდის გამოხმაურებებს და იქნებ მიხვდეთ, საით მიაქანებთ ქვეყანას. თუ მართლა გეშინიათ, გცხვენოდეთ. თუ თამაშობთ, გცხვენოდეთ. თუ ვერ ხვდებით, ჩვენი სირცხვილი ხართ", - წერს გია ხუხაშვილი. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics