|
2019-07-06 17:04:38, 1413 ნახვა
საზოგადოება
„ეს სისულელე ავადმყოფ თავში შეიძლება გაჩენილიყო“ – „პირველი არხის“ დირექტორი ბაჩო ქაჯაიას გათავისუფლებას უარყოფს
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „ღამის შოუ პირველზე“ წამყვანის, ბაჩო ქაჯაიას ანტიოკუპაციური მაისურის ჩაცმის გამო, სამსახურიდან გათავისუფლებას „უსინდისო ფეიკს“ უწოდებს. მაღლაფერიძის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაციის გამავრცელებელი „სულელები“ და „ავადმყოფები“ არიან და ეს ყველაფერი „პირველი არხის“ დისკრედიტაცია ემსახურება. „მართლაც, დღეს მთელი დღე სხვადასხვა ფორმით ვრცელდებოდა ეს სიბრიყვე, ბაჩო ქაჯაიამ რუსეთზე რომ ოკუპანტი თქვა, ამის გამო სამსახურიდან უშვებენო, ზოგი ვითომ ეშმაკობდა და შეკითხვას გვისვამდა, თუმცა, მიზანი იგივე ჰქონდა – ამ სისულელის გავრცელება. ამგვარი სისულელე მხოლოდ ისეთ ავადმყოფ თავში შეიძლება გაჩენილიყო, რომელმაც დღეს გაიგო, რომ რუსეთი ოკუპანტია, რომელსაც რუსეთთან არც ერთი ომი არ შეხებია, არ განუცდია და ჰგონია, რომ დიდი გმირობა სჭირდება რუსეთი ოკუპანტიას ძახილს. ცხადია, რომ რუსეთი ოკუპანტია და ვინც ეს მხოლოდ დღეს გაიგო და ამით სპეკულირებს, ნაგავია! ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, არც საქართველოს პირველ არხზე საკუთარ თავს არავინ აკადრებს, რომ ბაჩოს ან საერთოდ ვინმეს უსაყვედუროს, რუსეთზე ოკუპანტი რატომ თქვიო. ერთი ორი შლეგი ყველგანაა და მათ სათვალავში ნუ მივიღებთ. მე მგონია, რომ არც ერთ ადამიანს, რომელიც საკუთარ გონიერებას ოდნავ მაინც პატივს სცემს, წესით ასეთი სულელები არ უნდა ვეგონოთ, თუმცა, ყველა საკუთარი სამრეკლოდან იყურება. რასაკვირველია, ჩნდება კითხვა, ვინ და რატომ ცდილობდა მთელი დღის განმავლობაში ამ უსინდისო ფეიკის აგორებას? ვინ და ის არაკეთილსინდისიერი სუბიექტები, რომლებიც შემთხვევას არ უშვებენ, რომ საქართველოს პირველი არხის დისკრედიტაცია არ სცადონ. გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ისინი არც ამ განმარტებას შეისმენენ და ხვალ და ზეგ მაინც იგივეს გაიმეორებენ, ამიტომ მათთვის საყვარელ და, როგორც ჩანს, ერთადერთ გასაგებ ენაზეც დავუმტკიცებ ამ ფეიკის მომგონებლებსაც და ამგორებლებსაც: მტყუნის ….. ……! წერტილების ადგილას ასოების ჩაწერა წესით არ უნდა გაუჭირდეს, ვისაც ეს ეხება“, - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ. ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის ღამის შოუ პირველზე წამყვანმა ბაჩო ქაჯაიამ აღნიშნა, რომ ის და მისი შემოქმედებითი ჯგუფი სამართლიან პროტესტს უერთდება, რომელიც 20 ივნისს პარლამენტში რუსი ოკუპანტების მისვლამ გამოიწვია. ქაჯაიას ანტისაოკუპაციო მაისური ეცვა. გუშინვე რუსთაველის გამირე მიმდიანარე საპროტესტო აქციაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქაჯაიას არხიდან გაათავისუფლეს.
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)