07:38 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-05 14:58:11, 953 ნახვა

საზოგადოება
იძულებითი გადაადგილების საკითხებზე კონფერენცია გაიმართა

იძულებითი გადაადგილების შესახებ სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავების 20 წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში, კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციაზე დევნილებთან დაკავშირებული კანონმდებლობის,  სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შესახებ იმსჯელეს. ასევე, განიხილეს საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირების მდგომარეობის გაუმჯობესების გზები, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის  რეგიონების ჩათვლით. შეხვედრის მონაწილეებმა საერთაშორისო გამოცდილებისა და  მიდგომების შესახებაც ისაუბრეს.

ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ გახსნა.

კონფერენციაში დევნილთა უფლებების საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებელი სესილია ხიმენეს-დამარი მონაწილეობდა.  სესილია ხიმენეს-დამარიმ მონაწილეებს 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა გააცნო, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვის საერთაშორისო   სტანდარტებს ადგენს.

შეხვედრას საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების,  დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციებისა  და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის   ორგანიზებითა და   გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მხარდაჭერით გაიმართა.  

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics