07:38 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-05 14:32:43, 1160 ნახვა

საზოგადოება
გონიოს ციხის ტერიტორიაზე იშვიათი სახეობის მონეტები აღმოაჩინეს

გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე ქართულ-პოლონური საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია განახლდა.

სამუშაოები მეოთხე დღეა მიმდინარეობს და სპეციალისტებმა სხვადასხვა სახის კერამიკული ნაკეთობანი, ამფორების, წითელლაკიანი კერამიკის, ქოთნები აღმოაჩინეს. გარდა ამისა, არქეოლოგებმა მინისა და ლითონის ნაკეთობანი და ვერცხლის 7 და 2 ბრინჯაოს მონეტაც იპოვეს. 

სპეციალისტების განმარტებით, მათგან ერთ-ერთი სეპტიმუს სევერუსის სახელით 210 წელსაა მოჭრილი და იშვიათ აღმოჩენათა ნომინალს მიეკუთვნება.

არქეოლოგიური სამუშაოები ერთდროულად 4 უბანზე მიმდინარეობს. ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რომაული ეპოქის მესამე საუკუნის ნაგებობათა ნაშთებს სწავლობენ. მეორე უბანზე, ასევე რომალური ეპოქის, მაგრამ უფრო ადრეული პერიოდის 1-2 საუკუნის შენობის ნანგრევებს აკვირდებიან.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ცნობით, ბიზანტიური და რომაული პერიოდის კულტურული ფენების შესწავლა მიმდინარეობს, გამოიკვეთა ამ ეპოქის კედლები და ჰიდრავლიკურხსნარიანი იატაკი.

მეოთხე უბანი მდებარეობს ციხის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში სადაც, გასულ წელს აღმოჩნდა გარნიზონის მეთაურის სასახლე და აბანოს ნაშთები მოზაიკური იატაკით. დაწყებულია თხრილების გაფართოება აღმოსავლეთითა და ჩრდილოეთით გვერდითი მინაშენებისა თუ სხვა ტიპის ნაგენობათა შესწავლა.

 

ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცეელებს. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics