07:38 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-05 14:13:35, 1028 ნახვა

საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს შვებულება საქართველოში გაატარონ

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს ზაფხულის შვებულება საქართველოში გაატარონ. 

ამასთან, პრეზიდენტის თქმით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე რეგიონის ტურისტული პოტენციალი განიხილეს.

"აჭარის მთავრობასთან დღევანდელი შეხვედრა საინტერესო იყო იმ კუთხით, რომ ბევრი ახალი საინვესტიციო პროექტია ამ რეგიონში. აქ მზარდი ტურიზმია, თუმცა ვიცით, რომ დღეს არის გარკვეული პრობლემები. ჩემთვის საინტერესო იყო ის, რომ რეალურად არ შენელებულა ის მზარდი ტურიზმი, რომელიც ამ რეგიონისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მოვუწოდო, საქართველოში გაატარეთ თქვენი შვებულება ამ წელს. ამ განცხადებას გავაკეთებ ძალიან მალე ბათუმში დაგეგმილ კონფერენციაზე, სადაც ძალიან ბევრი მაღალი დონის პარტნიორი ჩამოვა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics